Skip to main content
Tower ბლოგის შესახებ: მოკლედ დავწერ ხოლმე რაღაცებს და არაფერი ისეთი მაინც არავინ არ წაიკითხავს უბრალო დღიური იქნება თუ დისციპლინა შევინარჩუნე და კვირაში ერთხელ მაინც დავწერე რამე კარგია თუ არა და მტვერი დაედება აქაურობას
ბლოგის შესახებ: მოკლედ დავწერ ხოლმე რაღაცებს და არაფერი ისეთი მაინც არავინ არ წაიკითხავს უბრალო დღიური იქნება თუ დისციპლინა შევინარჩუნე და კვირაში ერთხელ მაინც დავწერე რამე კარგია თუ არა და მტვერი დაედება აქაურობას
პირველ რიგში გამარჯობა, ვინც არ უნდა იყო, რავი რამდენიმე ადგილი შეიძლება გავიხსენო სადაც შენიშნავდი ამ ლინკს (ვინ იცის რატომ დააკლიკე). ჩემი სახელია ალექსანდრე, ვარ სტუდენტი ჯერჯერობით, პატარა გეგმებით, რომლებიც ქაოსურად არის გაფანტული ჩემს გონებაში, მაგრამ მთავარია არსებობენ და შეიძლება ცხოვრების ყოველ წუთს არ მახსოვს, მაგრამ დრო როცა მოვა აუცილებლად გამახსენდებიან და შევასრულებ კიდეც.
სიმართლე გითხრა არვიცი. როცა ჩავიფიქრე ამის გაკეთება დღიურის მოვალეობა მქონდა განზრახული, რისთვისაც უფრო პირადული საშუალებები არსებობს, როგორიცაა ნამდვილი ქაღალდის დღიური რასაც ნებისმიერი ადამიანი რომელიც ლინკს დააჭერს ვერ წაიკითხავს, მაგრამ ალბათ ხვდები, რომ ეგ არ მინდა, ეგეთი დღიურებისთვისაც კი მოდის დრო როცა ვინმემ უნდა წაიკითხოს და შესაბამისად შეუმჩნევლად არ მინდა დარჩეს ჩემი ნაწერი (არსებობს ადამიანებში პერიოდი როცა უნდათ რომ ვინმემ ამოიცნოს ან პირიქით).