Skip to main content

Documentation Index

Fetch the complete documentation index at: https://blog.xenyc.ge/llms.txt

Use this file to discover all available pages before exploring further.

Word of the day: Philology - Study of ancient texts; historical linguistics

🌃 ღამე

დღეს მინდოდა რამის დაწერა, თუმცა მალე გავიდა დრო, გვიან გავიღვიძე და ა. შ. “ლ”-ს ტელეფონი “ვუყიდე” ამბობს, რომ მერე აუცილებლად დამიბრუნებს, როცა ექნება შესაბამისი თანხა, მაგრამ არ არის მაგაში პრობლება. ყველაფრის მიზეზი ისაა, რომ ცუდი პერიოდი გვაქვს და არვიცი რამდენად გავძლებთ ასე, პატარა პრობლემები ჩნდება ნელ-ნელა და შემდეგ ეს პატარა პრობლემები ჭაობში გვითრევს. “მ”-ს სასოწარკვეთილმა საუბარმა გასაოცრად დამაფიქრა, ვიცოდი ეგრე რომ იყო, მაგრამ თითქოს მისი ქცევა გამოწვეულია დისტანციით ჩვენგან და ოჯახში სიტუაციისგან, ამ დროს მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია, ვფიქრობ თუ რამე გამოჩნდება ჩემთვისაც ზაფხულში დავეხმარო გარდა ოჯახის საქმეებისა, თუმცა წინასაწარ არაფრის დაგეგმვა აღარ მინდა, ყველაფერი თავდაყირა დგება საბოლოოდ.