11:15
ახლა ვიმყოფები ქალბატონი ი (ა)-ს პრაქტიკულზე, შემდეგ კვირას ყოფილა ქვიზი დასაწერი მაგრამ დღეს დაწერა ჯობდა, , თუმცა რა გაეწყობა… დღეს 12:00 საათზე დასაქმების ფორუმია, მახსოვს პირველ კურსელი რომ ვიყავი მაშინ გაიმართა ოქტომბერს მგონი 12 ოქტომბერი იყო მაშინ არ შეგვეძლო მონაწილეობის მიღება რადგან პირველკურსელებ ვიყავით და ახლა იმიტომ არ ვიღებ მონაწილეობას რომ რავი არაფერი არ მაქვს მზად cv არ მაქვს გამართული და ისედაც რა უნდა ვქნა ან ვუთხრა დამსაქმებელს არვიცი. მაინც თვალს მივადევნებ თუ მოვასწრებ12-ზე ინგას ლექცია გვაქვს და არამგონია გაგვათავისუფლოს ვნახოთ რა როგორ იქნება თუ საინტერესო არაფერი არ იყო სავარაუდოდ ლექციაზე შესვლას ვამჯობინებ.
