ერთი უბრალო ხუთშაბათი იყო ( თუ არ ვცდები ), მე და ჩემმა დამ გადავწყვიტეთ ლისის ტბას ვწვეოდით, ნუ მე წინა დღეს ვაპირებდი წასვლას მაგრამ ბოლო წუთს შემეცვალა გეგმები, ამიტომ მეორე დღეს ორივე გავეშურეთ თბილისის ერთ-ერთ მწვანე ოაზისზე: ლისის ტბაზე. თანაც მინდოდა ქალაქის ხმაურს გავცლოდით და მზის ჩასვლასაც დავსწრებოდით.Documentation Index
Fetch the complete documentation index at: https://blog.xenyc.ge/llms.txt
Use this file to discover all available pages before exploring further.
მისასვლელი გზა
ჩვენ სადგური მოედნიდან დავიძარით და N329 ავტობუსში ჩავსხედით. თუმცა მგონი N505 ავტობუსიც მიგიყვანთ დანიშნულებამდე. ცხელი დღე იყო, გზაც საკმაოდ იწელებოდა, მაგრამ როცა ტბის მიმდებარე ტერიტორიას მივუახლოვდით და ავტობუსიდან ჩამოვედით სასიამოვნო ნიავმა დაგვიბერა და სიცხე შეგვიმსუბუქა.
გარემო
ირგვლივ სიმწვანე და სიწყნარეა. ჩიტების ჭიკჭიკიც სასიამოვნო მოსასმენია თუმცა ქარში ცოტა რთულია მათი მოსმენა, ირგვლივ საკმაოდ ბევრი საკვები ობიექტია სადაც შეგიძლიათ ნაყინი ან რაიმე სხვა საჭმელი მიირთვათ ასევე შესაძლებელია დაჯდეთ და უბრალოდ ბუნებას დააკვირდეთ.
აქვე შეგიძლიათ გადაიღოთ ფოტოები.

სხვა აქტივობები
რაც შეეხება აქტივობებს, შეგიძლიათ მოაწყოთ პიკნიკი, იქირავოთ ველოსიპედი, ირბინოთ ან დაკავდეთ აქტივობებით რასაც გთავაზობთ თბის მიმდებარე ტერიტორია, თუარ ვცდები ლისი ლემანსიც აქვე მდებარეობს.
რა ხდის ლისის ტბას განსაკუთრებულს?
რა ხდის ლისის ტბას განსაკუთრებულს?
თუ თბილისში სიმშვიდესა და ბუნებასთან სიახლოვეს ეძებთ, ლისის ტბა ერთ-ერთი საუკეთესო
ადგილია ამისთვის.
