მუზეუმი #1
საქართველოს ეროვნული მუზეუმი

- სიმონ ჯანაშიას საქართველოს მუზეუმი
- სამცხე-ჯავახეთის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმი
- გიორგი ჩიტაიას სახელობის ქართული ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმი (მუზეუმი ღია ცის ქვეშ)
- შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი
- ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი
- მოსე თოიძის სახლ-მუზეუმი
- ლადო გუდიაშვილის სახლ-მუზეუმი
- იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი
- უჩა ჯაფარიძის სახლ-მუზეუმი
- საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი



მუზეუმი #2
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი / Georgian Museum of Fine Arts
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში, რომელიც 2018 წლის 2 ოქტომბერს გაიხსნა, მისი დამფუძნებლების, გია ჯოხთაბერიძისა და მანანა შევარდნაძის ოჯახის კერძო კოლექციაა გამოფენილი. მუზეუმში წარმოდგენილია, 1945 წლიდან დღემდე, 80–მდე ხელოვანის 3500–მდე ნამუშევარი. კოლექციაში ოთხმოცამდე ავტორის 3500 ნამუშევარია. ისინი მუზეუმის მესამე, მეოთხედა მეხუთე სართულებზე 31 დარბაზში და 3 კიბის უჯრედში, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის განათების, ტემპერატურულ რეჟიმისა და კონდენცირების პირობებში, მუდმივ ექსპოზიციაშია წარმოდგენილი. დარბაზები 7000 მ² მოიცავს.[1] მუზეუმში ექსპოზიცია ქრონოლოგიურად არის დალაგებული სართულებზე. ასევე ქრონოლოგიურად არის წარმოდგენილი ცალკეულ მხატვართა ნამუშევრების ექსპოზიციაც, რაც მხატვრის განვითარების სხვადასხვა პერიოდს აჩვენებს. რაც შეეხება ჩემს პერსონალურ აზრს, მუზეუმი ძალიან საინტერესოა, უამრავი კარგი ექსპონანტია და კარგად დასათვალიერებლად დაგჭირდებათ საკმაოდ დიდი დრო. რამოდენიმე ფოტო:


მუზეუმი #3
Art Museum of Georgia / საქართველოს ხელოვნების მუზეუმი
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი (შემოკლებით ხელოვნების მუზეუმი) — საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენელი ერთეული, წარმოადგენს ხელოვნების ნიმუშთა უდიდეს სახელმწიფო საცავ-მუზეუმს საქართველოში. მუზეუმში ინახება ქართული ხელოვნების ნიმუშები უძველესი დროიდან დღემდე. ფართოდ არის წარმოდგენილი VIII-XIX სს. ქართული ოქრომჭედლობა (ზარზმის ფერისცვალების ხატი, ბედიის ბარძიმი, ანჩისხატისა და ხახულის კარედები, თამარ მეფის ჯვარი, ლაკლაკიძეების ხატი და სხვ.); VIII-XV სს. ტიხრული მინანქრები, საიუველირო ნაწარმი, მხატვრული ქსოვილები. ძველი ქართული ხელოვნების ფონდში შედის შუა საუკუნეების ქართლი არქიტექტურის, მონუმენტური ფერწერისა და მოზაიკის, ქანდაკების, ხატწერის, ხეზე კვეთილობის ნიმუშები. მდიდარია ახალი და თანამედროვე ქართული ფერწერისა და ქანდაკების ნიმუშთა კოლექცია (ნ/ ფიროსმანის, ა. ბერიძის, რ. გველესიანის, შ. ქიქოძის, ა. მრევლიშვილის, გ. გაბაშვილის, ი. ნიკოლაძის, ნ. კანდელაკის, მ. თოიძის, ლ. გუდიაშვილის, დ. კაკაბაძის, ქ. მაღალაშვილის, ე. ახვლედიანის, ს. ქობულაძის და სხვ. ნაწარმოებები) ჩემი აზრით კარგი ატმოსფერო იყო ყურადღება მიიპყრო ნიკო ფიროსმანის ექსპონანტმა, რადგან არ ვიცოდი აქ თუ იყო წარმოდგენილი.

