სალამი.
გუშინ არაფერი დამიწერა რადგან რავი არაფერი არ ხდებოდა ალბათ? ახლაც არაფერი არ ხდება უბრალოდ თბილისში ჩამოვედი და იმედგაცრუებული ვარ, რადგან ფოტოაპარატის ყიდვა აღარ გამომივა ალბათ, მამაჩემის ხელმომჭირეობის გამო… თუმცა სწორს მეუბნება უკეთესი რაღაცისთვის უნდა დავაგროვო ფული პრავა ავიღო და ასე შემდეგ მაგრამ ეგ უფრო გრძელვადიანი მიზანია ვიდრე ეს იყო არვიცი რას ვიზამ, ჯერ ისედაც არ მაქვს საკამრისი თანხა.
როგორ ვძლევდი ან როგორ ვძლებ საერთოდ აქ?? აღარ შემიძლია ამ ხალხთან კონტაქტი, არ აქვს მნიშვნელობა დედაჩემია, ბიძაჩემი, დედა, მამა თუნდაც ჩემი და. ჩემ დასთან ვსაუბრობ ხოლმე, მისაუბრია იმაზე რაშიც დღეს ვარ და იცის როცა დაიწყო სავარაუდოდ, მაგრამ მან ის არიცის რომ მე უბრალოდ მაშინ გავიაზრე და მივხვდი რა მჭირდა (ეგეც ნაწილობრივ). ალბათ ყველას სისულეედ ეჩვენება რომ ხალხი და ადამიანები მეზიზღება თუმცა არვიცი როგორ უნდა გითხრათ ან აგიხსნათ რომ ხალხს ვერ ვიტან მეზიზრება მათი ქცევები, ყალბი შეცოდება, ღიმილი, რომ ჰგონიათ იციან რა გჭირს, არასწორი წარმოდგენები რომ იციან რა ხარ და რომ უბრალოდ გადაივლის ეს პერიოდი. მე ხომ ვიცი რომ არაფერი შეიცვლება და არც შეცვლილა, შეიძლება რომ ჩემ თავს გამოვუტყდე რომ ყურადღება გადავიტანე ამ ზაფხულს და მომავალსაც გადავიტან ალბათ სხვა რამეზე როგორიცაა ბუნება და მზის ამოსვლები და უბრალოდ მომენტით ცხოვრება, თუმცა მინდა ვიპოვო რას მომიტანს ეს ყველაფერი.
სტრესში ცხოვრება რომ რაღაც არასწორად არ ვთქვა ან იმის ცოდნა რომ უბრალოთ არავის უნდა რომ გაიგოს ჩემი მდგომარეობა და შეეგუონ რაც ვარ.არ ვიცი ახლა ამ ყველაფერს მეც გაურკვევლად ვწერ რადგან უბრალოდ გადმომაქვს ჩემი აბნეული ფიქრები კლავიატურაზე ალბათ იმიტომ რომ უბრალოდ შევავსო დღევანდელი დღე და ვსო… მაგრამ ყველაფერი მაწვება ერთდროულად და არც კი ვიცი რამდენ ხანს გავძლებ… მადლობა ყურადღებისთვის.