Skip to main content

10:23 PM

გამარჯობა, ესეიგი დღეს რა გავაკეთე, დავიწყე Java-ს პროექტზე მუშაობა და ძალიან კარგი პროგრესი მივიღე, თუმცა მივხვდი მერე რომ მხოლოდ პროექტი საკმარისი არაა და თურმე კიდევ რაღაც დახასიათებები და მოკლედ პრეზენტაციის მსგავსი რაღაცებიც უნდა გავაკეთოთ მგონი სიმართლე გითხრა ვერ გავიგე დაზუსთების როგორ და რანიარად იქნება ეგ ყველაფერი ვინმე გააკეთებს და იმედია ერთმანეთს მივეხმარებით. რაღაც ფილმსაც ვუყურე “Crash” საყურებელი კარგი იყო მაგრამ შინაარსი არ მოგეწონება ალბათ. მოკლედ რომ გითხრა ავარიებზე იღზნებოდნენ პერსონაჟები… ხო ეგრეა და რავქნა. რავი სხვა არაფერი მომხდარა და რა გითხრა… ხვალ ჩემი და მოდის, მაგრამ მგონი შუადრეს წამოვა ამიტომ ძილს მოვასწრებ სანამ დავხვდები. კარგი მასაც ვახსენებ. ბოლოს როდის ვახსენე დღიურებში გეტყვი ახლავე უნდა მოვძებნო რადგან ზაფხულში არ დამიწერია დღიური მაგრამ მანამდე სხვაგან ვწერდი დღიურებს ამიტომ მანდ მოვძებნი - ხო 22 ივლისს მიხსენებია მაგის მერე მივწერე “გავარკვიე” რაღაცები, რაც სრულიად ზედმეტი იყო თუმცა რავი რაც არის არის. ნელ-ნელა მიქრება რაც იყო მის მიმართ, თუმცა არვიცი, მგონია რომ მეც შინაგანად შევიცვალე თუმცა მერე ვფიქრობ რომ მგონი ასეთი ვიყავი და არაფერი არ შეცვლილა უბრალოდ ვერ ვიაზრებდი, შეიძლება ასეც იყოს შეიძლება ისეც, მართალია არ მინდა რომ ხალხის იმ ნაწილის დავემსგავსო ეგეთი ამბების მერე რომ იცვლებიან, მაგრამ როგორც ჩანს შესაძლებელია ეგრე იყოს, ნუ არაუშავს ეგ არაფერს არ ცვლის.