Skip to main content

11:19 PM

მოკლედ დღეს გასული ვიყავი აკაკის თმის საპარსის საყიდლად გავყევი, უი თუმცა სანამ მაგას გეტყვი მანამდე დილის პრიკოლს გეტყვი კაროჩე გუშინ ღამე თავი არ შევიწუხე და მაღვიძარა არ დამიყენებია მეთქი დასვენებაა და რათ მინდა ხოდა დილას ვიღვიძებ 12-ის ნახევარზე და ვხედავ გიორგაძის მოწერილს ჯავაზე არ მოდიხარო? მეთქი რატო თურმე საკურსო ლექცია გვქონია ჩანიშნული მე კი მეგონა რომ საკურსო უკვე მზად უნდა გვქონოდა იმისდა მიუხედავად რომ შეუძლებელი იქნებოდა ასე სწრაფად საკურსოს ჩაბარება არავის არ უთქვამს თანაც თუმცა არც ის უთქვამთ რომ საკურსო გვქონდა ხოდა ვეკითხები რანარიად არაო პროსტა გვეუბნება Spring Boot-ის შესახებ და არც იწერს არაფერს ანუ ვერ მივხვდი რატო იყო ჩანიშნული ხუთშაბათს 11 საათზე როცა წინა დღეს უნდა გვქონოდა ლექცია მე კიდე წინა დღეს ველოდებოდი და მერე წამოვედი რადგან არავინ მოსულა, თურმა რა ხდება. ხოდა მოკლედ ეგრე იყო ლექციასაც აღარ ტვირთავს მაგრამ არვიცი მოკლედ რამენაირად უნდა მოვაბა თავი და ჩავუჯდე პროექტსაც და ამ ყველაფერს რა რაღაცით უნდა დავიწყო. ჩათის გაკეტება კარგი იქნება მაგრამ სავარაუდოდ ყველა მაგის გაკეთებას დაიწყებს და მოსაბეზრებელი იქნება და არვიცი რამდენად მოეწონება ეგ მაგ კაცს. თორემ ჩათის მზა აპლიკაციას გადმოვწერდი და ჩემი აზრით ნულიდან სწავლას ჯობს მზა კოდი ცოტა შევცვალო და გავიაზრო რა რატომ წერია რომ მერე ავუხსნა და დაიჯეროს რომ ჩემი დაწერილია. ხო არვიცი ჯერკიდევ რას ვიზამ. რაც შეეხება აკაკის გავყევი მოკლედ ვაგზალზე და 32 ლარად დაითრია თმის საპარასი მერე ვიბოდიალეთ და საბასაც შევხვდით კიკვიძეში მერე ფრესკოში ავიდეთო თუმცა ხალხი იყო ბევრი და აღარ გავჩერებულვართ წამოვედით. ეგ იყო და ეგ…